02 მარტი, 2014
სკანდალი იას და ტარიელს შორის - „თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს“...
სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავდნენ, მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. მსახიობის მეუღლე ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„საზოგადოებისთვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოვაჩინე.

სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ
ადამიანს ისე განმიხილავდნენ. მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა, რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის), სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან, რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი  ვერ იმახსოვრებს და დაცინვით ტარიელის მაგიერ დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს), იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა.

რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონა-მორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებული დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
შვილი
ხომ ხედავთ როგორც კი იამ შვილი მოინდომა ტარიელმა ეგრევე მინის ჩამტვრევით მოხია.აწი მაგას ვიღა ნახავს იას ქუჩაზე.???????რა სუროგატი......რის შვილი....ტარასა აითესა
14:17 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკარ
ჯერ კიდევ როდის ვთქვი.მაგ ქალის ბოლო ასათიანზეა.ერთი გამოსავალია,მონასტერში წადი,რახან ბავშვობაში ასეთი აღთქმა გქონია დადებული და დაარღვიე ამიტომ არ გიმართლებს.
11:22 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
არლეკინოს ძველი კომენტარი
ეს კომენტარი შუშების ჩამსხვრევამდე დაწერა Arlekino-მ. და ზუსტია ფარულავაზე.. ერთი ქალბატონი გავიცანით 50 წლის, საკმაოდ სიმპატიური და მდიდარიც.სანატორიუმში პიცუნდაში საბჭოთა დროა.ერთი თვის განმავლობაში დღეში ასჯერ იმეორებდაო.ჩემმა ქმარმა აქ მამოგზაურა,ჩემმა ქმარმა იქ მამოგზაურა,ჩემმა ქმარმა ეს მიყიდა...ჩემი ქმარი...ჩემი ქმარიო. არ ჩერდებოდა.იქვე დამსვენებელი ფსიქოლოგი იყო ქალბატონი მირანდა და იმან გვითხრა ამ ქალს ქმარი აქ ჰყავს და არც ყოლია არასდროსო.მართლაც გაირკვა რომ შინაბერა ყოფილა.ია ფარულავას მაგონებს.არ მოგვაბეზრა თავი ამ არასრულწლოვანი ტარიელის ქებით და გამიმართლა ,გამიმართლაო გაიძახის წამდაუწუმ.ისევ იმ ფსიქოლოგის დასკვნა მინდა დავურთო იას არასოდეს არ გამართლებია პირადში და არც ახლაა ბედნიერი,ისტერიულ ხითხითძე ეტყობა და 20 წლის გოგოასავით რომ აცხადებს ცხვირზე ხელს აჭერს თურმე გიტარისტი და ესეც მიყვარხარ მიყვარხარ -ო პასუხობს,პლიუს კარვის დეტალებს გვახარბებს.ია სერიოზულად ავად ხარ ან გიჟს თამასობ.ორივე შემთხვევაში შენ ზიანდები და გაიოფიტები.მიხედე თავს.აიყვანე ბავშვი და დაკავდი დედობით,იქნებ ჩამოყალიბდე სერიოზულ ქალბატონად.
11:01 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ან რას გვიყვებოდა თავის პირადულს, ან რას იმასხარავებს თავს. მარტო ერთი რომ გადამხდენოდა თავს, რაც იას სჭირს, არ მექნებოდა სურვილი, რომ ხალხისთვის მეამბნა. ჯერ რა გათხოვება იყო, მერე რა ცუნდრუკობები და ეხლა ''აღარ უყვართ'', ოთხ თვეში ეს ყველაფერი.
23:24 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რითი ვერ დაკმაყოფილდი ეგაა სშერნი პირობა? ძლივს განთავისუფლდა ბიჭი ტარიელი :):):):)
19:25 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
ამბები გე-ზე იას 5 ქმრის სურათები გამოუფენიათ.მაგრამ პროფილში იამ უთხრა მაიკოს რომ ფადის მერე 2 წელი რაჭის გუბერნატორი მყავდაო.რაჭველის სურათი რატომ არ დევს. 1.რამაზი 2.რობერტი 3 ქისი.4.ფადი. 5.რაჭა ჩემო სიყვარულო და 6. კიდე ტარიელ ცარიელი.სასწრაფოდ დადონ რაჭველის ფოტო.
16:25 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკარ
ჯერ კიდევ როდის ვთქვი.მაგ ქალის ბოლო ასათიანზეა.ერთი გამოსავალია,ია მონასტერში წადი,რახან ბავშვობაში ასეთი აღთქმა გქონია დადებული და გადაუხვიე ამიტომ არ გიმართლებს.
15:48 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაკიბუკი
ია კი აგინებდა მაგრამ ამას იმდენად ამაღლებული სიყვარულით უყვარს რომ ბოდიშს ისევ ტარიელი იხდის.რა ამაღლებული სიყვარულია,პირდაპირ შუასაუკუნეებიდან გადმომხტარი რაინდია.
15:38 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
რემეტა
აკი ეს კოკიითი თუ ბროიერი ვერ დავიმახსოვრე გვარი გიჟიაოოო...ვერ არის მატორზეო...მე ტარიელი მიყვარსო და მისი ერთი დაკრული ბახიც მეყოფაოოოოო ჟღურტულებდი ფარულავა.ეხლა ვინ ვერა ყოფილა მატორზე იანაჯანნნნ
15:29 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კაცი
ერთი ვერ გავიგე,თუ ია აგინებდა ზურგს უკან ეს ბოდიშებს რატომ იხდის?მართლა ვერ არის ეგ სუარი
13:37 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS