02 მარტი, 2014
სკანდალი იას და ტარიელს შორის - „თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს“...
სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავდნენ, მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. მსახიობის მეუღლე ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„საზოგადოებისთვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოვაჩინე.

სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ
ადამიანს ისე განმიხილავდნენ. მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა, რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის), სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან, რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი  ვერ იმახსოვრებს და დაცინვით ტარიელის მაგიერ დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს), იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა.

რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონა-მორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებული დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
სარკე
ვაიიი.საქართველოს დედოფალოოო ეგ რა მოგსვლია..
21:28 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ტარიელ ფეისბუკზე ფრანკფურტის სურათი გიდევს და მენატრებაო წერ.მე მესმის შენი იგივე მეც განმიცდია.იმედია კარიერას განაგრძობ ისევ გერმანიაში.ყველაფერი უფლის ნებაა.შემოქმედი და კეთილი კაცი ხარ.ღმერთს ებარებოდე.
13:51 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დაჭკვიანდი იაა
ია უნდა დაუჯერო ჭკვიან და სერიოზულ ქალბატონებს.დღის შოუში სულ ახლახან მარიაჟობდი ნანიკოსთან და სოფიკოსთან.და იფიცებოდი სამარის კარამდე ჩემი ტარიელი ჩემი ერთგული იქნება ნაღდად ვიციო და ჩემს გარდა არავისკენ გაიხედავსო დ არ მიმატოვებსო..და სოფომ გითხრა:"ნიკაგდა ნე გავარი ნიკაგდა."
13:49 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩმახი
ნასვამი იყო ტარიელი და ასეთი რამ მოჩმახა და მოიგონა იაზე??????რატომ მოიგონა?????ქალღმერთის დატოვება უნდოდა და ეს ტყუილი მიზეზი დაწერა????ამაზე რას გვეტყვი ვენახის ტურფავ
12:10 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სიაფანდი
რატომ მოჩმახა ტარასამ სწორედ იმ დროს როცა იამ პატარა ბაიას ყოლა გადაწყვიტა სუროგატისგან.მანამდე მოეჩმახა ხოსროს.ესეიგი შვილი არ უნდა იასგან და ია კიდე იფიცებოდა პროფილში ტარიელს ძალიან უნდა შვილიო....აუუ რა მატყუარაა ეგ დედაკაციიი
11:48 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა არაფერ შუაშია
მიშა არაფერ შუაშია ხალხნო.ტარიელის გაქცევის ერთადეთი მიზეზი არის იას შვილის ყოლის მცდელობა.ტარიელი შეცდა იმაში რომ ეგონა ია ინტერვიუებში სიმართლეს ამბობდა თითქოს შვილი არ უნდოდა და 47 წლის ქალს არც ეყოლება ალბათო იმედოვნებდა.რა იცოდა სუროგატი ქალის ძებნას დაიწყებდა.მიშა იპოვა ვითომ საბაბი.აბა დაუკვირდით.რასაც ტარიელი ამბობს ცოლსა და პარიკმახერის მიმოწერაზე,ეს რომ მართალი იყოს ასე გულისამაჩუყებელ საბოდიშო მონოლოგს დაუწერდა????და თან ქალღმერთოოო და პრინცესააო და ძალიამ მიყვარხარო დაუწერდა????ბოდიშს რატომ მოუხდის დარტყმული ხომ არაა თუ ცოლი ასეთ პადლეცობას უკეთებს სტილისტთან???მიზეზი არის მხოლოდ იას მცდელობა სუროგატი ქალისგან გაეჩინა შვილი.ტარიელის მიზნები კი იყო მისი კარიერაში გაქაჩვა იას მხრიდან და მუქთა ცხოვრება.აბა ბებერი ქალი ისე ვის რად უნდა??????თქვენ რა გჯერათ რომ იას სიყვარულით დამწვარმა დაიწერა ჯვარი????
10:00 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კარატე
ხოსროშვილი ნიჭიერი მუსიკოსია. თუმცა გადახრები ნამდვილად აქვს, ბოროტიც არ არის.მაგრამ თუ გაფსიხდა მტრისას.ალფონსიც არის თუ გაუვა.ირმასთან პრობლემები სწორედ ბავშვის გამო დაეწყო არ უნდოდა შვილი ტარიელს.სხვა მიზნები ჰქონდა. ირმა არვიცი როგორი გრზნობით უყვარდა მაგრამ ის ნამდვილად ყველამ იცის 16 წლის პატარა გოგოზე რომ სიგიჟემდე იყო შეყვარებული.რა ია რის სიყვარულით გაბრუება ხალხნო.ა დაიჯეროთ.პატარა გოგოებისკენ მიურბოდა გული.ბოლო პერიოდში ქუჩაში დარჩა უფულოდ,იუსახლოდ და გერმანიაში ვისთან შეეფარებინა თავი,დაგეგმა იასთან შეკედლება .იცოდა იას სუსტი წერტილები და მოახერხა კიდეც ჯვრისწერით მოხიბვლა.აბა ხელი რატომ არ მოაწერა ამ 6 თვეში??????ახლა კიდე ვითომ მიშას გამო დატოვა ...
09:59 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვოტ ტაკ
ამ სუარმა ფადიზე უარესად მოსჭრა საქვეყნოდ თავი.ფადი იას კმაყოფაზე მაინც არ იყო და ამას 6 თვე შემწვარი გოჭები და კატლეტები იას ხარჯზე არ მოკლებია
21:21 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტყუილები
ია მართლა გაუგებარია ტარიელი იტყუება თუ შენ???????რაც ეკრანზე და შოუში გამოჩნდი იმ დღიდან მოყოლებული შენგან იმდენი ტყუილები მოვისმინეთ,იმის მერე ძნელია დაჯერება რომ ეხლაც არ იტყები.ტარიელს აქ ჯერ არ ვიცნობთ და გერმანიიდან ვინც იცნობს მართლა ფსიხოპატი და ვიგოდნიკი ყოფილა.შენ ისევ გინდა გეტყობა დაგიბრუნდეს იმიტომ ბავშვს უკაცოდ სუროგატითაც ვერ გააჩენ.ვნახოთ გიტარისტი რას იზამს?????
20:53 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ძიძა
რაც ტარიელმა კატის კუკები და ფსელები რეცხა ერთ ბავშვს კი გაზრდიდა რაია შე ქალოოოოო
16:21 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS