02 მარტი, 2014
სკანდალი იას და ტარიელს შორის - „თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს“...
სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავდნენ, მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. მსახიობის მეუღლე ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„საზოგადოებისთვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოვაჩინე.

სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ
ადამიანს ისე განმიხილავდნენ. მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა, რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის), სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან, რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი  ვერ იმახსოვრებს და დაცინვით ტარიელის მაგიერ დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს), იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა.

რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონა-მორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებული დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
ლია
არ გვაინტერესებს ფარულავას პრობლემები
11:37 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
მაგატმა სიყვარული არ იციან რადგანაც კაცებს კაბასავიტ იცვლიან
11:32 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ვაი ტქვენს პატრონს მეტი საქმე რომ არ გაქვთ
01:32 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
პატრიკ
ნორმალური ადამიანი ფარულავას ცოლად როგორ მოიკყვანს
17:14 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
ნეტა მართალია ხალხნო ეს ამბავი?
12:38 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS