09 იანვარი, 2019
ნამდვილი მოულოდნელობა - "საქართველოს ვარსკვლავმა" რეკორდი მოხსნა
ქართული სატელევიზიო სივრცე რეიტინგული და ნოვატორული პროექტებით გაჯერებული ნამდვილად არ არის. ამიტომ ე.წ. რეიტინგების ომი ძირითადად ორ არხს შორის მიდის, თუმცა, ე.წ. მთვლელების მიხედვით, რომელი არხი უფრო რეიტინგულია, რეალურად არავინ იცის.

2019 წელი ორივესთვის საკმაოდ არასასიამოვნოდ დაიწყო. ნამდვილი კონკურენტი ორივე არხს გამოუჩნდა.
„პირველი არხის“ ეთერში სტარტი აიღო ყველასთვის ცნობილმა მეგაშოუმ „საქართველოს ვარსკვლავმა“, რომელიც ეთერში პირველად 5 იანვარს გავიდა.

პირველი არხის მეგაპროექტმა „საქართველოს ვარსკვლავმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მუსიკალურ პროექტებს შორის ნახვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და 2
500 000-ს გადააჭარბა.

Rating

მსგავსი პროექტების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგი დაფიქსირდა, კონკრეტულად კი, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვიდეოების ნახვების რიცხვი 2,544,337-ს გაუტოლდა.

ვიდეოების ნახვის ყველაზე მასშტაბური შედეგი 5 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც უნიკალური მომხმარებლების რიცხვი 900 000-ს გაუტოლდა.

ე.წ. მთვლელების მიხედვით, რომელიც საქართველოში არხების რეიტინგს ითვლის, რეალურად რთულია გათვალო რომელი გადაცემა უფრო რეიტინგულია, მაგრამ ინტერნეტით რეიტინგის გაყალბება წარმოუდგენელია.

Rating

„საქართველოს ვარსკვლავს“ „ნოვა პროდაქშენი“ აკეთებს. მას საერთაშორისო მეგა-პროექტების „ნიჭიერის“, „იქს ფაქტორის“ და “pop idol”-ის ექსკლუზიური ლიცენზია აქვს.

„ნოვა პროდაქშენის“ მესვეურების გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს სახელს არა ერთი ნოვატორული სატელევიზიო პროდუქტის შექმნა უკავშირდება. წლების წინ, პირველებმა სწორედ მათ შეძლეს დიჯითალ მედიაში სატელევიზიო პროდუქციის ინტეგრირება და პოპულარიზაცია.

Rating

„საქართველოს ვარსკვლავში“ წელს უამრავი სიახლე იგეგმება - ის, ვინც წელს პროექტში გაიმარჯვებს, საქართველოს წარადგენს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიაზე“. მაყურებელს, ესემესებთან ერთად, საკუთარი ფავორიტის მხარდაჭერა სოციალური ქსელის მეშვეობითაც შეეძლება.

ვინ მოხვდება მსოფლიოს მთავარ მუსიკალურ კონკურსზე, ამას ჟიურისთან ერთად მაყურებელიც გადაწყვეტს. პროექტში მოსახვედრად ბრძოლა ნამდვილად ძლიერი იქნება, რადგან დამწყებ მომღერლებთან ერთად, ცნობილი მომღერლებიც იბრძვიან.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS