ნანუკამ მაყურებელს, ამჯერად მორიგი პროვოკაცია მოუწყო. "მხოლოდ ქართულის" გუშინდელ ლაივ-შოუზე, მას გიორგი ამირეჯიბის შავი კაბა ეცვა და ქეთა თოფურიას მეგობარი დიზაინერის, ალექსანდ არუთინოვის ქუდი ეხურა.
ქუდს ქართული საზოგადოებისთვის უჩვეულო ფორმა აქვს და შესაბამისად, ნანუკა ამის გამო გააკრიტიკეს.
"კოდუას ქვრივი", "ნანუკა ჟორჟოლიანს თავზე რა ანტენა უყენია, წყალტუბოს იჭერს?", "წყალტუბო, გვიშტიბი , სათაფლია, ყველაფერს იჭერს და მერე უშვებს....", "ჟორჟოლიანს ბაშიაჩუკის ფაფანახი ახურავს?",
შეგახსენებთ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, გუშინ პროექტს ნუცა თოფურია ტოვებდა, მაგრამ ნიკა გვარამიამ ვეტოს უფლება გამოიყენა.