08 იანვარი, 2019
"გავიგეთ, რომ "მთავარი" არხის მთავარი ნიკა ხარ, მაგრამ..." - ცნობილი ტელეწამყვანი VS ნიკა გვარამია
"მხოლოდ ქართულის" გუშინდელი ლაივ-კონცერტი სოციალურ ქსელში დიდი განხილვის მიზეზი გახდა.

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, პროექტში გუშინ ვეტოს უფლება გამოიყენეს და ნუცა თოფურიამ "მხოლოდ ქართული" არ დატოვა.

ამის ერთ-ერთ მიზეზად შობის დღესასწაული დასახელდა. მაყურებელმა არხის ხელმძღვანელობას გაახსენა გიორგი ცხადაძე, რომელმაც პროექტი 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს დატოვა.

გუშინდელი შოუს შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, რომელიც გიორგი ცხადაძის კოლეგაა ახმეტელის თეატრში და მასთან მეგობრობს კიდეც.

"ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ
დაიდო ვეტო ახალ წელს? ძალიან მაგარი ფერი დააკლდა კონკურსს იმ ღამეს და მსახიობის პროფესიის აგდება არ იყო მთლად კომპეტენტური მთელი ოთხი ეთერი", - დაწერა გასვიანმა.

ტელეწამყვანის პოსტს ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა.

ნიკა გვარამია: "საკუთარ არხს და გადაცემას მიხედე, გიორგი. შენი საქმე არაა, რ2 როდის გამოიყენებს ვეტოს. და არც სხვა ვინმესი. ფერი დავკარგეთ თუ ცისარტყელა, შენ რა იცი? ერთხელ გნახეს კონკურსზე და იმის მერე ცეკვავენ ვარსკვლავების უფასო რეკლამად გადაგაქციეს დასჯილი.  სად ნახე ფერი, რ2ს როდისღა უყურე, შენ ხომ ცეკვავენს უყურებდი ყველა ტურზე? თუ ატყუებდი დამსაქმებელს და ჩვენ გვიყურებდი ჩუმად? მოკლედ, საქმეს მიხედე. ჩვენ გავერკვევით როგორმე ჩვენს საქმეში ნაძეჟდას წამყვანების და ზოგადად ნაძეჟდას ესთეტიკის ხალხის გარეშე".



გიორგი გასვიანი: "Nika Gvaramia "ცეკვავენ ვარსკვლავების რეკლამად რომ გადამაქციეს" - ისე იხარე შენ. ჩემი მეგობარია ცხადო და აქ რუსთავი2 და იმედი არაფერ შუაშია ახლა. საუბარია ჩვენი თეატრის მსახიობზე! დაანებე "ნადეჟდა" და "ცრუსთავს" თავი. მაგ თემის გამო არ ვწერ! უსამართლო იყო რაც მოხდა და კრიტიკა როგორმე პროფესიონალმა გუნდმა უნდა აიტანოს. ჩვენ მსახიობის კრიტიკას და აბუჩად აგდებას ვიტანდით და ბოლოს ახალი წლის ღამეს გააგდეს უსაფუძვლოდ!

და მეორე -ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს იმედზე და დასჯილი ბუნებისგან ვინც არის ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის კარგად".

ნიკა გვარამია: "მით უმეტეს, თუ შენი მეგობარია. შენი ნეპოტისტირი რჩევები საერთოდ უინტერესოა. ვეტო უსამართლო ვერ იქნება. ის არ გამოიყენება მაყურებლის შეხედულებისამებრ და არხის სუბიექტური გადაწყვეტილებაა. მაყურებელს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და მაგ მაყურებელმა გაიყვანა ბოლოზე ცხადაძე.

ბუნებისგან დასჯილი საერთოდ რას ნიშნავს და რა გაქვს მხედველობაში?"

გიორგი გასვიანი: "სამართლიანობა არის ბუნებისგან დასჯილი ჩვენს რეალობაში და ეს უკვე ყველგან ვლინდება. რეზო ესაძის "ნეილონის ნაძვის ხეში" ვცხოვრობთ. ახლა ვუყურებდი, არც ისე რეიტინგულ არხზე გადიოდა, და ამ დროს შენი კომენტარი მომეწია. ისე განათლებული კაცი ხარ და რად გინდა ასეთი ბავშვური რეაქციები ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, არ მესმის?... გავიგეთ, რომ "მთავარი" არხის მთავარი ნიკა ხარ, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება გამოვთქვათ აზრი, როცა ჩვენი მეგობრები მონაწილეობენ კონკურსებში. ეს თავდაცვა თავდასხმაზე უარესი ნამეტანი კოლხური პათეტიკაა და რადგან მეც მაქვს ეგ სისხლი ნახევრად ამიტომ მესმის შენი".


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
status quo
ამ ვეტოთი გამოჩნდა,რომ ნიკა გვარამიას ქვეცნობიერში პრეზიდენტობა სურს,მაგრამ რეალურ საქართველოში ამ სურვილს ვერ ისრულებს და თავის ტელევიზიაში ახორციელებს.
18:49 / 08-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS