რეიტინგული არხის ეთერში "მხოლოდ ქართულმა" სტარტი გასულ სეზონზე აიღო და წარმატებული შოუც გამოდგა.
გასული სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა.
ახალ სეზონზე პროექტში მცირე ცვლილებები განხორციელდა, ჟიურის შემადგენლობას ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე შეემატა.
ის ახალ ტალანტებს სოფია ნიჟარაძესთან, ლელა წურწუმიასთან, მარინა ბერიძესთან, გიორგი გაბუნიასთან და გიორგი უშიკიშვილთან ერთად აფასებს.
"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროექტის ჟიურიში ცვლილებაა, გადაცემა ეთერში დღესაც გიორგი
ჩვენი წყაროს ცნობით, გიორგი უშიკიშვილმა "მხოლოდ ქართული" დატოვა, თუმცა, მიზეზები უცნობია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "რეიტინგი" მუსიკოსს დაუკავშირდა.
- ბატონო გიორგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მხოლოდ ქართული" დატოვეთ, რა გახდა ამის მიზეზი?
- არ დამიტოვებია "მხოლოდ ქართული". უფრო სწორად ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ხერხემალზე ვმკურნალობ, მცხეთაში, გერმანელებთან გავდივარ რეაბილიტაციის კურსს და ვერ მოვახერხებ ჟიურიში ყოფნას. ნერვი მაქვს მოყოლილი მალებს შორის.
- მოულოდნელად შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა?
- არა, ნოემბრიდან ვმკურნალობ, მაგრამ გართულდა მდგომარეობა. 20 წუთზე მეტხანს ერთ პოზაში ყოფნა არ შემიძლია, საშინელი ტკივილები მეწყება. ამიტომ გარეთ არგავდივარ, ხან ვწევარ, ხან სკამზე ვზივარ და ვმკურნალობ.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ აჩიკო გულედანმა შეგცვალათ პროექტში?
- არ ვიცი. მე ვიცი, რომ არავის შევუცვლივარ. სხვადასხვა ადამიანი იქნება ჟიურიში და შესაძლოა, რაღაც მომენტში მეც დავბრუნდე.