უცნაურია, მაგრამ წარსულში მსოფლიოში აღიარებული ფეხბურთელის, მილიონერისა და ახლა უკვე თბილისის მერის, შვეიცარიაში დასვენებას კრიტიკაც მოჰყვა.
კრიტიკის ობიექტი გახდა მისი ჩაცმულობაც, კერძოდ ვარდებიანი დუტის ქურთუკი, რომელიც 2725 დოლარი ღირს.
კრიტიკა მოჰყვა ფოტოაპარატსაც, რომლითაც ერთ-ერთ კადრში თბილისის მერი ფოტოს იღებს.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ფოტოაპარატი, რომლითაც კახა კალაძე ფოტოს იღებს, Leica M10 არის და მისი ღირებულება 6563 ევროა.