05 იანვარი, 2019
რომელ თანამდებობაზე დაინიშნა თაკო ჩხეიძის მეუღლე
შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტს რუს­ლან აბა­ში­ძე და­ი­კა­ვებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

"რუს­ლან აბა­ში­ძე 1996 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. 2013-2014 წლებ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­თა ელჩი იყო.

მა­ნამ­დე კი - 2009-2013 წლებ­ში ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებ­ში იგი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში
სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მრჩე­ვე­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და ა.შ. 1997 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი.

1997-1998 წლებ­ში სწავ­ლობ­და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში. ფლობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებს. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS