04 იანვარი, 2019
ირაკლი ჩხიკვაძე ბოდიშს იხდის
"ჩცდ"-ს გუშინდელი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის ეპიზოდმა საზოგადოება შოკში ჩააგდო.

აღმოჩნდა, რომ გამომძიებელი აკაკი შუკაკიძე, რომელსაც სცენარის მიხედვით, სამაგალითო და მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, თურმე საკუთარ ილუზიებში ცხოვრობს. რეალურად, მას მეუღლე და შვილი წლების წინ, ავტოავარიის შედეგად ჰყავს გარდაცვლილი.

სიუჟეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აკაკი შუკაკიძის როლის შემსრულებელი, მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე.

"მოდი ბოდიშით დავიწყოთ, ბოდიში.

გილოცავთ ყველას ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ერთმანეთის სიყვარულს მიხარია თქვენთან ერთად ყველაფერი", - წერს მსახიობი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS