29 დეკემბერი, 2018
ილო ბეროშვილი გრძნობებს აღარ მალავს - მსახიობმა დაბადების დღე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა
მსახიობი ილო ბეროშვილი იუბილარია. ის დღეს 37 წლის გახდა. "ჩცდ"-ს მთავარ გმირს და "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთ წამყვანს, მეგობრებმა გვიან ღამით სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღე ერთ-ერთ ბარში მიულოცეს.

როგორც ბახვა ბრეგვაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ილო ბეროშვილი ამ სიურპრიზმა ძალიან გაახარა. მან სადღესასწაულო სანთლების ჩაქრობამდე პირჯვარიც კი გადაიწერა.

Rating

ილოსთან და მის მეგობრებთან ერთად ბარში იმყოფებოდა მსახიობის ახალი სიყვარული - ანი ბებია.

სანთლების ჩაქრობის შემდეგ, ილომ ანის ვნებიანად აკოცა.

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის შესახებ,
პირველად სწორედ ჩვენგან "რეიტინგისგან" გახდა ცნობილი. ილო ექსკლუზიურ ინტერვიუსაც დაგვპირდა. როგორც ჩანს, მათი გრძნობები უფრო მყარ სახეს იღებს.

Rating

ილო ბეროშვილი და ანი ბებია წარსულში იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ ოჯახი ორივეს დაენგრა, მათი წყვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს. თუმცა, შეუყვარდებათ თუ არა ერთმანეთი სერიალშიც, ჯერჯერობით უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS