29 დეკემბერი, 2018
"სულ მიყვარდა ახალი წელი. ბოლო ორი წელია აღარ ..." თამუნა მუსერიძის ემოციური პოსტი
ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, ორი წლის წინ, დედა გარდაეცვალა. ცნობილმა ტელე-რადიო წამყვანმა მშობლის დაკარგვის შემდეგ, შეიტყო, რომ ის მშობლებს ნაშვილები ჰყავდათ.

თამუნამ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა საჯაროდ გადაწყვიტა, იყო "პროფილის" სტუმარი, ჩაწერა რამდენიმე ვიდეომიმართვა, მაგრამ მისი ბიოლოგიური დედა ამ დრომდე არ ჩანს.

Rating

გვიან ღამით ტელეწამყვანმა, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის ბიოლოგიურ დედას ემოციურად მიმართავს.

"სულ მიყვარდა ახალი წელი. ბოლო ორი წელია აღარ ...

მიზეზს დღეს მივხვდი. ორი წელია
, უშედეგოდ გეძებ და ყოველი მომდევნო წლის დადგომისას , ძიების კიდევ ერთ წელს ვკარგავ. შენსკენ რამდენ ნაბიჯსაც ვდგამ, ორი იმდენით უკან ვხვდები. ყოველი ახალი ინფორმაცია ფუჭი და არაფრისმომცემია.

სანდრომ (შენმა შვილიშვილმა) ლაპარაკის დროს მარჯვენა ხელის მორტყმა დამიწყო: მიყურე როცა გელაპარაკებიო. მამამისს სულ მაგაზე ვეჩხუბებოდი, მარცხენა მხარი ჩალურჯებული მქონდა.

სანდროც გაიზარდა და ხელიც დაუმძიმდა. არადა არ აქვს მამამისთან ისეთი ხშირი კონტაქტი, უცაბედი ჩვევები რომ აითვისოს.

Rating

მარიანა (შენი მეორე შვილიშვილი) ზუსტად ჩემნაირად იცინის, ჩემნაირად იზმორება და ჩემნაირად კივის.

იქნებ მეც შენნაირად ვიწევ თმას მარჯვნიდან მარცხნივ, იქნებ შენნაირად "ვპარჭყავ" თითებს, ან იქნებ კიდევ რამდენი რამ იქნება და არ ვიცი-თ.

2 წლის წინ ელექტრო პიანინო ვიყიდე, მაგრამ არ ვუკრავ. მარტო რომ ვრჩები, არც მაშინ.

გუშინ გინეკოლოგმა დამირეკა, მომიკითხა, მითხრა თავი აუცილებლად უნდა დაიცვა, თორემ საკეისრო ახალი გაკეთებული გაქვს და რამე რომ იყოს, ბავშვის მოცილება მოგიწევსო. ბავშვის მოცილება, დედაჩემი კი არ ვართქო.

საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. და ამ დროს მივხვდი რატომაც აღარ ვუკრავ. იმდენად არ მინდა, დაგემსგავსო, მას შემდეგ, რაც გავიგე, ფორტეპიანოს განხრით რომ სწავლობდი, დაკვრაც შემზიზღდა.

არადა ახალი წელი მოდის.

ყველა სურვილი ხდებაო ამბობენ...

შენ გამოჩნდი...
მე
პირობას გაძლევ !
არავის ვეტყვი...", წერს ჟურნალისტი.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იო
სუფთა თურქული სერიალია დაანებე თავი მაგ უვარგის ქალს და ისინი გიყვარდეს დაპატივი ეცი ვინც გაგზარდა და ადამიანად გაქცია
17:01 / 31-12-2018
გამოხმაურება / 0 /
Qeti
Ubralod daanebe tavi ra, rashi gchirdeba mag uvargisi qalis dzebna da xvecna gamochndio, tu arc gamochndeba mit ufro uaresi misi codvebif damdzimebuli sulistvis, agebs eg ufaltan pasuxs, shen ki mis gareshe rogorc gicxovria gaagrdzele ise, arafris momcemia iqneba mercmune eg shexvedrac rom moxdes, mag arsebas kidia sheni tema da sheeshvi ra
06:13 / 31-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS