28 დეკემბერი, 2018
"უნდა დამთავრდეს უკვე ამ ახალ წელს ეს გარჩევები " ლელა წურწუმია საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს
საახალწლო კონცერტის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. კონცერტში რამდენიმე მომღერალი საკუთარი სურვილით არ მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის მომღერალი ლელა წურწუმია.

ამასთან დაკავშირებით, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მეგობრებო, მე მგონი, უნდა დამთავრდეს უკვე ამ ახალ წელს, ვინ მღერის და ვინ არა, ეს გარჩევები და სტატიები. ახალი წლის კონცერტზე რომელიმე პოპულარული მომღერლის გამოსვლა-არგამოსვლით, არაფერი იცვლება მის კარიერაში.

თუ ადამიანი წარმატებულია და არ იწვევენ, ამით მხოლოდ ორგანიზატორები ზარალდებიან, დამიჯერეთ. წარმატებები ყველა მომღერალს და კონცერტების ორგანიზატორებს. ესააა
ჩემი ბოლო კომენტარი…“, - წერს ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდუსერი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS