28 დეკემბერი, 2018
მანიაკის თავდასხმა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება - მამუკა ჩოქურის გლამურულ ცოლს მანქანა დაუწვეს
სილამაზის კონკურსების ორგანიზატორს, სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამაარსებელს ეკა მგალობლიშვილს გამთენიისას მანქანა დაუწვეს.

ამის შესახებ ეკა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ირკვევა, მგალობლიშვილს ავტომობილის დაწვა ოთხი წლის წინაც სცადეს, თუმცა, მეზობლებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

"4 წლის უკან, ვიღაც X- მა, გადაწყვიტა ჩემი მანქანა დაეწვა, რომელიც მეზობლების წყალობით გადარჩა. მიუხედავად კამერებიდან ამოღებული მასალისა, დამნაშავე მაინც თავისუფლად და ლაღად დააბიჯებს ქუჩებში. დღეს გამთენიისას კი აისრულა საწადელი და მანქანა სრულიად დაწვა, აგრეთვე დააზიანა ირგვლივ მყოფი ავტომობილები. მანქანა დაზღვეული მაქვს,
მაგრამ ყოველ წუთს უნდა მეშინოდეს???!!!

არასოდეს არანაირ თემაზე ,,არ ამომიღია ხმა,, არ გავჩერდები ვიდრე დამნაშავე დასჯილი არ იქნება!!!! შენ კი საჯაროდ მოგმართავ გამოჩნდი და გაგვაგებინე რა გინდა??? მანიაკო და ბოროტო ადამიანო!!!" - წერს მგალობლიშვილი.

ეკა მგალობლიშვილი "რეიტინგთან" საუბარში აცხადებს, რომ მტერი არ ჰყავს, შესაბამისად, მისთვის წარმოუდგენელია, რატომ დაუწვეს ავტომობილი.

შეგახსენებთ, მისი ქმარი პოლიტიკოსი, სამგორის ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქურია, თუმცა, მგალობლიშვილი მომხდარს ქმრის პოლიტიკურ აქტივობასაც არ უკავშირებს.

შემთხვევა გამთენიისას სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მოხდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS