25 დეკემბერი, 2018
"არ შეიძლება ამის გატარება და არც გავატარებ" - სკანდალი "მხოლოდ ქართულის" გარშემო
"ჯეოსტარის" გამარჯვებული, მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და "მხოლოდ ქართულის" გუშინდელ ტურს აკრიტიკებს.

"მოკლედ, არ შეიძლება ამის გატარება და არც გავატარებ.

იმ ვერსიებში რომლებიც მხოლოდ ქართულში გაჟღერდა და სპეციალურად ჩემი სადებიუტო ალბომისთვის შეიქმნა თანხაა გადახდილი, თანაც მგონი რომ სოლიდური, შეგახსენებთ, რომ ეს ალბომი ჯეოსტარზე მოვიგე ბევრი სხვა მატერიალური პრიზის მაგივრად.

მაინტერესებს ამ გადაცემას არ ყავს პროდიუსერი, რომ დარეკოს და გაარკვიოს ალბომის მფლობელი რა აზრზეა საერთოდ?

რამდენჯერაც ვინმეს უთხოვია არასდროს არ ვყოფილვარ უარზე რომ
სადმე ეს სიმღერები შესრულებულიყო, უბრალოდ თავხედობაა საერთოდ რომ არ გახსენებენ იქ სადაც სისხლი და ხორცი ჩადე ოდესღაც არ ვაკეთებ კომენტარს შესრულებების დონეზე, ჩემი პრეროგატივა ნამდვილად არაა, მაგრამ მხოლოდ ქართული - ბევრი გეშლებათ", - წერს ოთო ნემსაძე.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დათო
შეიკრიჭე თმა რას გავხარ.
14:01 / 26-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS