ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გადაცემაში „სთორი“ პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე ისაუბრა.
„როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, უნდა გააცნობიერო, რომ მთავარი არის შენი საქმე და შენი პასუხისმგებლობა შენს მაყურებელთან… მე ვმუშაობ ჩემი მაყურებლისთვის.
როდესაც „რუსთავი 2“-ის ჭიშკრიდან გამოვალ, დავტოვებ ტერიტორიას, მაშინ იქ უკვე სხვა პასუხისმგებლობები მაქვს, მეგობრებთან, ადამიანებთან ვისთანაც ვურთიერთობ და ა.შ… მაგრამ საქმე და მეგობრობა როდესაც სასწორის პინაზე იდება, შენი პროფესიული მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის – საქმე! – როდესაც ამას ერთმანეთში
აურევ და მეგობრობის ხათრით საქმეს დააზარალებ, მაშინ შენ არ გაქვს უფლება, იყო ჟურნალისტი. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა… რამდენი ადამიანი მირეკავს ტელეფონზე, ზოგი იმის ახლობელია, ზოგი ამის ახლობელია… არა, სტერილური მიდგომა მაქვს ყველას მიმართ… ეს კურიერია! – წერტილი. ვიღაცებს სწყენიათ, ვიღაცები გაბრაზებულან, ვიღაცებს უთქვამთ, რომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ფიქრობ მხოლოდ ექსკლუზივსა და მასალაზე, ამის გამო შეიძლება ყველა დაკარაგო… არა, ყველა ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია… მაგრამ შემდეგ როდესაც რაღაც ეტაპი გაივლის და ეს ემოციები დაცხრება, ძალიან მარტივად ხვდებიან, რომ მე ვიყავი მართალი“, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში.