ვარჯიშის პარალელურად, ის სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურასაც იტარებს და შესაბამისად, 40 წლის კანდელაკი ათი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
თინა კანდელაკი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსსაც ხშირად ირგებს. მის გარდერობში არაერთ უცხოელ დიზაინერთან ერთად, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას სამოსსაც შეხვდებით.
დევიდ კომა მსოფლიოში აღიარებული ქართველი კუტურიეა, რომლის სამოსსაც ისეთი ვარსკვლავები იცვამენ, როგორებიც არიან თვით ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი.
გასულ კვირას დევიდ
აღმოჩნდა, რომ პიჯაკი, რომელიც მიშელ ობამამ ჩაიცვა, მასზე ადრე თინა კანდელაკს ეცვა.
კანდელაკმა ამერიკის მოქმედ პირველ ლედისაც დაასწრო ადრე ერთი კაბის ჩაცმა. "კელვინ კლაინის" კაბას, რომელიც მელანია ტრამპს ბელგიაში "ნატოს" მიღებაზე ეცვა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში. აღმოჩნდა, სანამ ამ კაბას მელანია ტრამპი მოირგებდა, მანამდე თინა კანდელაკს ეცვა.