მან ახალი საყვარელი ქალის, კატია დიდას ფოტო დადო და დაწერა, რომ ის მისი ცხოვრების სიყვარულია.
ერეკლე კოდუას პოსტის "რეიტინგზე" გამოქვეყნების შემდეგ, სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ფეისბუქზე ნამდვილი თავდასხმა მოუწყვეს და მოღალატე კაცი ეძახეს, გაგიკვირდებათ და კოდუამ ჯერ გრძნობების აფიშირებით გაგვაოცა და ამჯერად იმით გავოცდით, რომ მან "თავდამსხმელებს" უპასუხა.
მოგვიანებით, "ომში" ჩაერთო თავად კატია დიდა. მან ერეკლე კოდუასთან შეხვედრა გაიხსენა და ხალხს სთხოვა, ნანას (ნანუკა ჟორჟოლიანი
"გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია... მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი. მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია... თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს", - წერს კატიკა დიდა.