პირადი გრძნობების სახალხოდ აფიშირება კოდუას არასდროს უყვარდა, თუმცა, ბოლო დღეებში ამ მხრივ ძალიან გააქტიურდა.
გვიან ღამით, მან ფეისბუქზეც დადო კატია დიდასთან გადაღებული ფოტო და შემდეგი სათაური გაუკეთა: "Love of my life".
კოდუას ფოტოს რამდენიმე კომენტარიც მოჰყვა, კომენტარებში მას წერენ, რომ კატიას ნანუკა ჯობია.
ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა ერთმანეთს სწორედ კატია დიდას გამო
ორი დღის წინ, ნანუკამ "პროფილს" საკმაოდ ემოციური და გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ როცა ერეკლე კოდუა საქართველოდან წავიდა, მზად იყო ყველაფერი დაეტოვებინა და თავადაც წასულიყო მასთან ერთად.
ისაუბრა იმაზე, რომ 7 თვე სწავლობდა ერეკლეს გარეშე დაძინებას, პანიკურ შეტევებზე და იმ მძიმე პერიოდზე, რაც გაიარა.
არის თუ არა ერეკლე კოდუას მიერ გრძნობების სახალხოდ აფიშირება, პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანის გუშინდელ ინტერვიუზე, ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია.