ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს. ცქვიტინიძე ამბობს, რომ კაბა, რომელიც დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაშია და რომლითაც მიშელ ობამა გამოჩნდა, მისი დიზაინით 2017 წელს შეიქმნა.
"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ", - წერს ცქვიტინიძე "ფეისბუქზე".
ყვითელი ფერის კაბით მიშელ ობამა გადაცემაში სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. "დეილი მეილის" ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ
პირველ ლედის "ბალენსიაგას" 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა. ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა, „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.
განაგრძეთ კითხვა: