01 მარტი, 2014
„ეტალონში“ საჩხერელი მოსწავლეები ითამაშებენ
ამ საინტერესო თამაშს და მის გამარჯვებულს შაბათს 1-ელ მარტს, „პირველი არხზე“ იხილავთ. „ეტალონი“ 19:00 სთ-ზე დაიწყება. „ეტალონის“ დღევანდელი გადაცემა საჩხერის რაიონის სხვადასხვა სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს დაეთმო. მათ საგულშემატკივროდ სტუდიაში პედაგოგები, მეგობრები შეიკრიბნენ. მოსწავლეების მხარდასაჭერად ჩაწერას სპეციალურად დაესწრო საჩხერის გამგებელი ამირან ნოზაძე.

თამაშს ჩოხოსნების საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თავიანთ თავკაცთან ფრიდონ ინჯიასთან ერთად. ჩოხოსნების „ეტალონში“ მოსვლის მიზეზი საზეიმო გახლდათ - ყაზახი დიპლომატი, „ეტალონის“ მეგობარი ადილ ტურსუნოვი სამშობლოში გამგზავრებამდე ქართველ ჩოხოსანთა საზოგადოებს წევრი გახდა. ეს საზეიმო რიტუალი, ჩოხოსნის
ფიცის დადებითა და ყახაზი დიპლომატის ხმლების ქვეშ გატარებით, ქართული „მრავალჟამიერის“ ფონზე წარიმართა.

გადაცემას მხიარულება და სილაღე შემატეს მომღერალმა ბიჭებმა. საჩხერიდან ჩამოსულმა ანსამბლმა „განთიადმა“ საჩხერისადმი მიძღვნილი სიმღერა „მოდი ნახე“ შეასრულა.

ამ საინტერესო თამაშს და მის გამარჯვებულს შაბათს 1-ელ მარტს, „პირველი არხზე“ იხილავთ. „ეტალონი“ 19:00 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS