კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. მას სიმღერის დასრულების შემდეგ, პაატა ბურჭულაძე სცენიდან მიესალმა.
ბურჭულაძის ამ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ბანის მხარდასაჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სცენარისტმა და "იავნანას" თანამშრომელმა თეონა ჯორბენაძემ.
"პაატა ბურჭულაძის განზრახ მკვლელობის კამპანია გრძელდება, თანაც ასე საჯაროდ და ქაჯურად! ბარბარობა მას ამ ნიუსით მიულოცეს, თურმე 2 დღის წინ, პუტინისთვის უმღერია, საქართველოს აღშფოთებულ „პატრიოტებს“ ბულინგის ახალი
საერთოდ, იცით, ვინ არის იური ტემირკანოვი, რა რანგის დირიჟორი და არტისტია, ან რა შინაარსს ატარებს მის 80 წლის იუბილეზე სიმღერა? ის თუ იცით საქართველოში ორჯერ რომ იყო ჩამოსული მთელი თავისი ორკესტრით და ქართველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტები გამართა? სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანს პუტინის საძულველი საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა, მაგრამ რუსულ მედიასაც არ უკადრია იმის დაწერა, ტემირკანოვმა სააკაშვილისთვის დაუკრაო.
რატომ დევნით პაატას, რა არ გასვენებთ? როდის უნდა დაასრულოთ ეს სიმახინჯე?
ამ სისიტემური დანაშაულის ყველა მონაწილემ კარგად გაიაზრეთ, რომ თქვენ დარაზმულები ხართ და მონაწილეობას იღებთ ორი საუკუნის ყველაზე ცნობილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული ქართველი არტისტის განზრახ მკვლელობაში, რაც აუცილებლად მოგეკითხებათ!“