18 დეკემბერი, 2018
"ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! "
თბილისში ზამთრის მოსვლას, რამე გრანდიოზული ღონისძიება თუ ემთხვევა, ე.წ. "შუბების ომიც" დაუყოვნებლივ იწყება.

ასე მოხდა ორი დღის წინ, ინაუგურაციაზეც, როდესაც ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის გია თვაურის ცოლმა, ლიკა ჭუმბურიძემ ინაუგურაციაზე შუბების ჩაცმის გამო, მარიკა თხელიძე და სალომე გოგიაშვილი ინდაურებს შეადარა.

Rating

პოსტის გარშემო ვნებათაღელვა სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ წყდება. ე.წ. შუბების ომში თითქმის მთელი თბილისია ჩართული.

პოსტს თავად მარიკა თხელიძეც გამოეხმაურა, მომღერალი, რომელიც აქამდე ხმაურიანი განცხადებებით არ გამოირჩეოდა, ბოლო დროს განსაკუთრებულად გამორჩეული გახდა ამ მხრივ.

Rating

"„ბეწვის
ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება მგონი ჯერ არ მოჰყოლია. რა გჭირთ, დალოცვილებო, რამე წაგართვით მე და ჩემმა კოლეგებმა ან აზრი გკითხეთ ჩაცმასთან დაკავშირებით?! ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! სხვაზე ქილიკით?! რომელიც პატარა ადამიანების მახასიათებელი ნიშანია, სხვათა შორის…

უსიყვარულობის ზეიმი ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რაც ურწმუნობის შედეგია. ვწუხვარ ძალიან… მეტი სიყვარული, დალოცვილებო და ნაკლები „ენის ტლიკინი“." - წერს თხელიძე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
ღირსებით
17:39 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS