16 დეკემბერი, 2018
ვინ იზრუნა მაკა ჩიჩუას დღევანდელ ჩაცმულობაზე, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ
ქვეყნის ბოლო პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თავისი დახვეწილობითა და სისადავით საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა.

შესაბამისად, არც დღეს დაუშვია გამონაკლისი, როცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მეუღლესთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მივიდა.

Rating

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა თე­ლავ­ში გა­მარ­თულ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე გა­და­ა­ბა­რა. ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლის ეზო­ში აღი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი.

Rating

მაკა ჩიჩუას ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი ზედატანი და შარვალი ეცვა. მის ლუქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა შავი ტყავის
ხელთათმანები და შავი სათვალე.

მაკა ჩიჩუამ საყვარელ დიზაინერს არც ამჯერად უღალატა და ჩაცმულობა მეგობარს, დათუნა სულიკაშვილს მიანდო.

Rating

დათუნას გემოვნებით შერჩეულმა ლუქმა დღესაც გაამართლა და სოციალური ქსელი მაკა ჩიჩუას გარეგნობით აღფრთოვანებას ვერ მალავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
DINO_ZAUR
რა ლუქმა :/ მეხი კი ჩაგათხლიშეთ მაგ უგვანო ლექსიკაში.
22:42 / 18-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მაკა შეუდარებელი
03:38 / 17-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS