16 დეკემბერი, 2018
რომელი ცნობილი სახეები დაესწრნენ პრეზიდენტის ინაუგურაციას და რა ეცვათ ვარსკვლავებს კახეთში?
საქართველოს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის არჩეულმა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი ერეკლე მეორეს სასახლეში დადო.

სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა. თეთრი პიჯაკი, მუხლამდე კაბა და წითელი ზედატანი პრეზიდენტს დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შეუკერა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სალომე ზურაბიშვილს მხარს არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა. მათ შორის ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა ნინი ქარსელაძე, სალომე გოგიაშვილი, სოფო ხალვაში და ხატია სიჭინავა.

ინაუგურაციას ვერ დაესწრო ნინი ქარსელაძე, ის მოსკოვში იმყოფება. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე კახეთში ჩავიდა
მისი ყველა მხარდამჭერი, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილმა მოსაწვევი პირადად გაუგზავნა.

Rating
RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Lია
Vარსკვლავები არა მტვარეებია Aხლა რს Nახალკენი
17:04 / 17-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS