სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ერეკლე კოდუა, 6 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან მასზე საქმეა აღძრული.
საქართველოდან წასვლის შემდეგ, კოდუას თბილისში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაშორდნენ.
კოდუამ ახალი სიყვარული მალე იპოვა, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ სანამ ნანუკას დაშორდებოდა, უცხოელ სტუდენტთან რომანი მანამდე გააბაო,
წყვილს ჰყავს 7 წლის ვაჟი საბა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, კარგად სწავლობს და ფეხბურთით არის გატაცებული. ნანუკა საბას გარეშე თითქმის არსად დადის და უმცროსი ვაჟის აღზრდაში ბოლომდე ჩართულია.
ერეკლე კოდუა სოციალურ ქსელში თავის საყვარელ ქალთან, კატია დიდასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
კატია დიდა და ერეკლე კოდუა წლებია ერთად არიან, რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, თუმცა, კოდუას დედამ, ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ "რეიტინგთან" განაცხადა, რომ ეს ტყუილია.
ერეკლე კოდუა ინსტაგრამზე ასევე ვაჟთან და რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.