მიიღებენ თუ არა საინაუგურაციო ღონისძიებებში მონაწილეობას, ამ კითხვით თბილისის ოპერისა და ბალეტის პრესსამსახურს და "სუხიშვილების" ანსამბლის დირექტორს, ნინო სუხიშვილს მივმართეთ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საინაუგურაციო ღონისძიებებში ჩართული
საიდუმლო არ არის, რომ მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დიდი სიმპათიით სარგებლობს ანსამბლი "ერისიონი". ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა დაგვიდასტურა, რომ საინაუგურაციო ღონისძიებებში თელავსა და წინანდალში იქნებიან წარმოდგენილი.
ჯემალ ჭკუასელი:
- ანსამბლი "ერისიონი" მიწვეული ვართ მონაწილეობის მისაღებად თელავსა და წინანდალში გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებებში... თელავში კახურ "მრავალჟამიერს" შევასრულებთ, ხოლო წინანდალში საპატიო სტუმრების მიღებაზე რა იქნება ჩვენს მიერ შესრულებული, ამას ჯერ კიდევ ვათანხმებთ რეჟისორთან. განაგრძეთ კითხვა: