"ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის. ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად...
ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხშირად ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას.
არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება, ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ. ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38, 5 გრადუსამდე,