ის ხშირად ირგებს ისეთ სამოსს ან აქსესუარს, რომელსაც ბევრი ქართველი ბიჭი არ მოირგებდა.
სამაგიეროდ, ის გემოვნებიანი პოლიტიკოსების რიცხვში მსოფლიოს წამყვან გამოცემებში ყოველწლიურად ხვდება და გვერდს თვით ჯასტინ ტრუდოს უმშვენებს.
სოციალურ ქსელში კალაძეს ამჯერად ვარდისფერი ქუდის გამო განიხილავენ.
ქალაქის მერი გუშინ ქვეყნის მთავარ გამზირზე საახალწლო სამზადისს დაესწრო, სწორედ იქ ეხურა მას ვარდისფერი ქუდი.