11 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტმა გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.
გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:

• ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
• თემურ ჩხეიძე – რეჟისორი,
• ზურა კიკნაძე – მეცნიერი,
• გელა კანდელაკი – რეჟისორი,
• მანანა მენაბდე
– მუსიკოსი,
• ლევან ჭოღოშვილი – მხატვარი,
• ქეთი ხუციშვილი – ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი,
• სვენდ ვოგე – მუსიკათმცოდნე,
• გურამ კაშია – ფეხბურთელი.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS