საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.
გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:
• ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
• თემურ ჩხეიძე – რეჟისორი,
• ზურა კიკნაძე – მეცნიერი,
• გელა კანდელაკი – რეჟისორი,
• მანანა მენაბდე
• ლევან ჭოღოშვილი – მხატვარი,
• ქეთი ხუციშვილი – ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი,
• სვენდ ვოგე – მუსიკათმცოდნე,
• გურამ კაშია – ფეხბურთელი.
გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.