10 დეკემბერი, 2018
დილა ანუკი არეშიძის ოჯახში - ოთხი ბიჭის დედის რჩევები გოგონებს
კახა კალაძის ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში მეოთხე ვაჟის ნიკოლას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. მართალია, პატარას სახეს მშობლები ჯერ არ აჩენენ, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაზე პატარა კალაძე გოლიათი ბიჭია. 

ანუკიმ ინსტაგრამზე შვილების შესახებ ემოციური პოსტი დადო. 

Rating

"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ყოველ დილით თვალებით, რომ მიხსნის სიყვარულს და მთელი სახე უცინის ბედნიერებისგან. ყოველდღე უფალს მადლობას ვუხდი ღირსი გამხადა ამ სიყვარულის ღირსი, რასაც ჩემი შვილები მჩუქნიან, განსაკუთრებით ეს პატარა ხოზიკა.

რომელიც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თვალებით მეუბნება, ყველაფერს. მოკლედ, გოგოებო, რთულია, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი შვილი გააჩინეთ", - წერს ანუკი. 

Rating

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს მეოთხე ვაჟი - პატარა ნიკოლა 4 სექტმებერს შეეძინათ. ნიკოლა პარიზში დაიბადა, ისევე როგორც ლევანიკო, კახი და ვაჩე. ანუკიმ მეოთხე ბიჭიც საკეისრო კვეთით გააჩინა. 

როგორც კახა კალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, პატარას აღზრდაში ანუკი უფრო აქტიურად არის ჩართული, რაც დიზაინერის ინსტაგრამის გვერდიდანაც კარგად ჩანს, აშკარაა, რომ დედა პატარას ერთი წუთითაც არ ტოვებს. 

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS