10 დეკემბერი, 2018
ნიკა რურუას ყოფილი ცოლი ემშვიდობება
გასულ კვირას, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. მას უამრავი ადამიანი გამოემშვიდობა.

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა ყოფილმა მეუღლემ, სოფო გორგაძემ.

"Nika Rurua თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!" -
წერს რურუას ყოფილი ცოლი.

სოფო გორგაძე ნიკა რურუას პირველი ცოლია, რომელთანაც მას ტყუპები ჰყავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nika
მკრეხელობა
03:23 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS