09 დეკემბერი, 2018
"მეც ეს გზა გავიარე და ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა ანი ტყებუჩავას თმის გადაპარსვას სოციალურ ქსელში
ანი ტყებუჩავა ახალგაზრდა თაობის ყველაზე გემოვნებიანი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მისი გამოჩენა ეკრანზე თავიდანვე წარმატებული აღმოჩნდა.



ანი უკვე წლებია, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. მისი გმირი ნინა, სცენარის მიხედვით, ახლა სიმსივნით არის დაავადებული და ამ ვერაგ სენს ებრძვის.

მსახიობმა როლისთვის, ქართული რეალობისთვის, წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა, მან თმა გადაიპარსა.

თმაგადაპარსული ანის ფოტოს ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის თაყვაისმცემლები კომპლიმენტებს არ იშურებენ,
ანის ეს გადაწყვეტილება შეაფასა ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმაც, რომელიც როგორც ჩანს, თავად იყო სიმსივნით
დაავადებული და ემოციური კომენტარი დაწერა: "უნიჭიერესი მსახიობი ხართ, მეც ეს გზა გავიარე და ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ... ბრავო".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
"ანი ტყებუჩავა ახალგაზრდა თაობის ყველაზე გემოვნებიანი და წარმატებული ქართველი მსახიობია. "
რას გავს ეს?
16:46 / 09-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS