დედაქალაქის მერი კახა კალაძე ძალიან დახვეწილი გემოვნებითაა ცნობილი. მის ჩაცმულობაზე პრესა ხშირად წერს და უმეტეს შემთხვევაში მას გემოვნებას უწონებს. საზოგადოებაშიც და მის ოპონენტებშიც კი, კალას გემოვნება აღიარებას იწვევს. მერის საქმიანობის წლის ანგარიშზე კი მისი „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლები უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე ეკრანზე გამოტანილი საქმიანობის ამსახველი გრაფიკა.
ქალაქის თავკაცი ასევე ცნობილია ავტომობილებისადმი სიყვარულით, თუმცა, მას ამ ბოლო დროს ერთი „უცნაურობა“ აღენიშნება. სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა, ყველას გვახსოვს მისი გრანდიოზული Bentley და Range Rover-ი, მის ავტოფარეხში მდიდრული
სპორტული ავტოებიდან Mercedes- AMG GT-ის, Mercedes- AMG G Class-ისა და სხვა ავტოებს ახლაც იპოვით. თუმცა, მერად არჩევის შემდეგ, კალაძემ „ფერი იცვალა“ და დიდი ზომის ავტომობილებიდან არათუ პატარა, არამედ ძალიან პატარა ავტომობილებზე გადაჯდა.
ჯერ იყო და MINI-თ მოძრაობდა, შემდეგ იტალიური Fiat 500-ით, აი, ახლა კი კიდევ უფრო პატარა ზომის - 0,9 ლიტრიან ტურბოძრავიან 2018 წლის ორადგილიან Smart-ზე გადაჯდა.
განაგრძეთ კითხვა: