06 დეკემბერი, 2018
ვიქტორია ბექჰემის ყოფილ სარძლოს გოგო შეუყვარდა
21 წლის მოდელი ხლოე მორეცი, სულ ცოტა ხნის წინ, მაყურებლის წინაშე მსახიობის ამპლუაში წარსდგა. მან ითამაშა ფილმ "The Miseducation of Cameron Post"-ში, სადაც მისი გმირი ჰომოსექსუალია.

ახალგაზრდა მოდელი, როგორც ჩანს, როლიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. ჟურნალისტებმა ის დააფიქსირეს მალიბუზე, სადაც 27 წლის მოდელ კეიტ ჰარისონთან ერთად იმყოფებოდა.

Rating
Rating

გოგონებმა ერთად ივახშმეს, დამშვიდობებისას კი ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ამ ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არც ერთი აკეთებს.

შეგახსენებთ, ხლოე ზაფხულში დევიდ ბექჰემის ვაჟს, ბრუკლინ ბექჰემს დაშორდა. ის ამბობდა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს ბრუკლინის
გარეშე.

მოგვიანებით, პრესა ხლოე მორეცისა და 26 წლის მსახიობის დილან ბრაინერის რომანზე ალაპარაკდა.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS