04 დეკემბერი, 2018
კახი კავსაძე საავადმყოფოში მოხვდა - მსახიობის ვაჟი ვაშინგტონიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოდის
ლეგენდარულ მსახიობს კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც დროებით სპექტაკლებში თამაშს ვერ შეძლებს. ამის შესახებ ნათქვამია მოზარდმაყურებელთა თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.

Rating

ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება.

კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის
დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.

იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!" - წერია განცხადებაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS