რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერს რომანი აქვს 18 წლის მოდელ, ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან, რომელმაც განაცხადა, რომ რეპერისგან შვილს ელოდება.
გახმაურებულ ამბავს გამოეხმაურა ქეთა, რომელმაც აღიარა, რომ მათ დიდი ხნის წინ გაწყვიტეს ურთიერთობა და ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
18 წლის იანას განცხადებით, გუფის ქეთასთან უბრალოდ სექსი უნდოდა, მან კი რეპერს ურთიერთობა
მოგვიანებით კი, აშკარა გახდა, რომ რეპერმა ქეთას იანასთან რამდენჯერმე უღალატა, თინეიჯერმა გოგონამ კი, გუფი დააშანტაჟა და ეს ამბავი ჟურნალისტებს გააგებინა.
სოციალურ ქსელში მიმოწერაც გავრცელდა, სადაც გუფის და იანას შანტაჟის გამო, არასასიამოვნო მიმოწერა აქვთ.
გუფის ალბათ ეგონა, რომ ქეთა აპატიებდა და სოციალურ ქსელში ჯერ დუმდა, შემდეგ კი, როცა ქეთამ მასთან დაშორება აღიარა, რეპერმა დაწერა, პრობლემები რომ არ ჰქონდეს, ყველაფერი კარგად არ იქნებოდა.
ქეთასთან დაშორების გამო, სოციალურ ქსელში გუფის თითქმის ყველა ფოტოზე ლანძღავენ და ურჩევენ, მომღერალს შეურიგდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ქეთა რეპერს არ ურიგდება და აქტიურად არის დაკავებული გადაღებებით, ფოტოსესიებითა და კონცერტებით.
გუშინ კი, რეპერმა ქეთასთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ქეთას მე იანას გამო არ დავშორებულვარ, ქეთა მთელი ცხოვრება მეყვარება. იმდენად აღშფოთებული ვიყავი იანას განცხადებით, რომ აღარ ვფიქრობდი, ვინ რას ამბობდა. დროულად მომიყვანეს გონზე ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. უბრალოდ, თუ მე ამ "ცრუ ინფორმაციებს" არ მივაქცევ სათანადო ყურადღებას, იანა ამ ამბავს სათავისოდ გამოიყენებს", - ამბობს გუფი.