30 ნოემბერი, 2018
დედოფალი რანია ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოცხადდა (ფოტოები)
იორდანიის დედოფალი რანია მსოფლიოს ერთ-ერთ გემოვნებიან მანდილოსნად ითვლება. მას ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად აცვია.

დედოფალმა ამჯერად ქართულ ბრენდზე გააკეთა აქცენტი და მაკედონიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებაზე Materiel Tbilisi-ის ელეგანტური კაბით გამოცხადდა.

Rating

კაბა ბრენდის უახლესი კოლექციიდანაა, რომელიც Materiel Tbilisi-მა "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე წარმოადგინა. როგორც ჩანს, ის პოდიუმიდან პირდაპირ დედოფლის ტანზე მოხვდა.

ქართველი დიზაინერების დახვეწილ კაბას დედოფალმა "ბოტეგავენეტას" ჩანთა, anitakojewelry-ს სამკაულები, oliverpeoples-ს სათვალე შეუხამა. 

RatingRating

დედოფალი რანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს და ის უამრავი საქველმოქმედო აქტივობითაა დაკავებული. 

მაკედონიის პრეზიდენტმა იორდანიის მეფეს აბდულა მეორეს და დედოფალ რანიას
18 ნოემბერს უმასპინძლა. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
:)
ჯობდა არ გვცოდნოდა, მოჩხლართულია.
01:14 / 01-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS