29 ნოემბერი, 2018
"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ
ცნო­ბი­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი, დრიუ ბინ­სკი ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­ხელ­წო­დე­ბით: „მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ალ­ბი­ნო­სი“. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­რას მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­სი­კო­სის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას არ გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რო­დე­საც ბე­რას შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ი­ტყო, გა­და­წყვი­ტა, „მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ე­ყო­ლა“.

ბინ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და.

„სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სი­ა­მა­ყეა, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ვად­გენ“, - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, 23 წლის
მუ­სი­კოს­მა მო­ა­ხერ­ხა ეთა­ნამ­შრომ­ლა ბევრ ცნო­ბილ დი­ჯე­ის­თან, მათ შო­რის - სტივ აო­კის­თან. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ მისი მას­პინ­ძე­ლი ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლია და ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში ყოფ­ნას ირ­ჩევს.

Rating

„ყო­ველ­თვის ჩუმი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ზე ჩუმი კლას­შიც. ვწერ­დი ლექ­სებს, ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­სო­დეს მივ­დევ­დი ტრენ­დებს“, - ამ­ბობს ბერა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯა­ხის ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რა­ზეც სა­უბ­რობს.

„ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სწო­რად ვა­კე­თებ, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა მას­წავ­ლეს, ყვე­ლა­ფერს არას­წორს კი - ჩე­მით ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, კარ­გი უფ­რო­სი ძმა ვიყო, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ქმა­რი“, - ამ­ბობს ბერა ვი­დე­ო­ში.



დრიუ ბინ­სკის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­ბი­ნო­სია, ბე­რამ შეძ­ლო, წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია.

„სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ვი­ბა­დე, ამი­ტომ, როცა სა­უ­ბა­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­ჯის შექ­მნა­ზე, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, ვიყო ის, რაც ვარ. სწო­რედ ეს მინ­და, ჩემ­გან გა­ი­გოს პუბ­ლი­კამ, ყვე­ლა ბავ­შვმა, ვინც სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია, ან თავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს... ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში თავი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა, რად­გან ვერ გა­იხ­სე­ნებ მა­გა­ლითს ადა­მი­ა­ნე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. არ მინ­და, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ვთქვა, მაგ­რამ ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი მუ­სი­კა, მაგ­რამ არ იცი­ან, რო­გორ გა­მიყ­ვა­ნონ ბა­ზარ­ზე.

პა­ტა­რა ძმა მყავს, ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რი. მე სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას სა­კუ­თარ სიძ­ლი­ე­რედ აღ­ვიქ­ვამ­დი“, - გა­ნა­ცხა­და ბე­რამ.



ბლო­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია მათ­თვის, ვი­საც სა­კუ­თა­რი თავი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰგო­ნია. ასე­ვე, ბინ­სკი ჰყვე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დროს, მას ყვე­ლა ცნობს და მუ­სი­კო­სიც არ ამ­ბობს უარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­სა თუ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან სა­უ­ბარ­ზე. იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS