ერთმანეთს მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებოდნენ. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების 99,92 %-ის დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,54 %-ით გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით, 62,18%-ით გაიმარჯვა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს მარგველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლის
2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4 462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის საკუთრებაშია 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში შეიძინა 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა: