თაკომ და ბორისლავმა ერთმანეთი ევროვიზიაზე გაიცნეს და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ბორისლავი და თაკო ვენაში ცხოვრობენ და ქორწილის გადახდასაც იქ გეგმავენ. პროდუსერმა ქართველ მომღერალს ხელი პარიზში სთხოვა, ხოლო წყვილმა ჯვარი საქართველოში, მამა დავითის ტაძარში დაიწერა.
თაკო და ბორისლავი გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავენ, თუმცა, როდის - ჯერჯერობით უცნობია.
წყვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეცაა,
გაჩეჩილაძემ ცოტა ხნის წინ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა. მან გვარი ინსტაგრამზეც შეიცვალა.
ბორისლავების წყვილის ოჯახში უკვე საახალწლო სამზადისიც დაიწყო, თაკომ ააწყო ნაძვის ხე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.