26 ნოემბერი, 2018
"ასეთი გოგოს დაკარგვა იქნებოდა?!" - გუფის პირველი კომენტარი ქეთასთან დაშორების შემდეგ
რამდენიმე კვირაა რუსული პრესა ქეთასა და გუფის დაშორების შესახებ წერს. ჭორები ოფიციალურად თითქმის ყველა ინტერვიუში და საკუთარ ინსტაგრამზეც დაადასტურა მომღერალმა ქეთა თოფურიამ.

ამ დრომდე დუმდა 39 წლის რეპერი გუფი, რომელიც აშკარაა, რომ 19 წლის გოგონას შანტაჟის მსხვერპლი გახდა და საყვარელი მეგობრის და საყვარელი ქალის გარეშე დარჩა.

რეპერმა ჭორი თავადაც დაადასტურა. მან ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მადლობა ჩემს გარშემო შექმნილ ბოლოდროინდელ პრობლემებს. რომ არა ეს პრობლემები, დღეს ყველაფერი ისე კარგად არ იქნებოდა,
როგორც არის." 

გუფის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მას დურაკს უწოდებენ. 

"დურაკი ხარ, ასეთი გოგოს დაკარგვა იქნებოდა?!" - წერენ კომენტარებში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS