26 ნოემბერი, 2018
უსადენო დამტენი საჩუქრად Samsung-ის ყველა ოფიციალურ ფლაგმანზე
სმარტფონ ბაზრის ლიდერი კომპანია სამსუნგი მომხმარებელს კიდევ ერთ აქციას სთავაზობს, Galaxy S8|S8+, Galaxy Note 8, Galaxy S9|S9+ და Galaxy Note 9, ეს ის სმარტფონებია, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ბაზარზე ეტაპობრივად გამოჩნდნენ და ძალიან მალევე დაიმკვიდრეს ადგილი. ყველა ზემოთ აღნიშნული ფლაგმანის შეძენისას თქვენ საჩუქრად მიიღებთ უსადენო დამტენს. აქცია მოქმედებს მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეძენილ პროდუქციაზე სამსუნგის პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში: ბრენდ მაღაზია (ჭავჭავაძის 49), ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, არაი-სმაილი, მაგთი. Galaxy S9|S9+ ის შეძენის შემთხვევაში თქვენ დამატებით
საჩუქრად მიიღებთ „უსაზღვრო ეკრანის გარანტიას“. ანუ თუ შეძენიდან 1 წლის განმავლობაში სმარტფონის ეკრანი გაგიტყდებათ, სამსუნგის წარმომადგენლობა საქართველოში მას საჩუქრად შეგიცვლით.

რა ხდის სამსუნგის ფლაგმანებს გამორჩეულს? პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს სმარტფონების ვიზუალია. Super AMOLED უსაზღვრო ეკრანი და საოცრად დახვეწილი დიზაინი თქვენს ყურადღებას მალევე მიიქცევს, ხოლო ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ძლიერ პროცესორში, მაღალი ხარისხის კამერაში, ოპერატიულ თუ შიდა მეხსიერებაში გამოიხატება, უდაოდ დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნის მქონე მომხმარებელს. თუმცა, როდესაც ამ მოდელთაგან ერთ-ერთის შეძენას გადავწყვეტთ, მუდმივად წარმოიქმნება საკითხი - გადავიხადოთ თუ არა ოფიციალურ პროდუქტში ოდნავ მაღალი ფასი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მყიდველი ვერ აანალიზებს რისკებს და ფიქრობს, რომ არაოფიციალური პროდუქტის შეძენით ფულს დაზოგავს და მოგებული დარჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

1. ოფიციალური პროდუქტის შეძენისას თქვენ შეიძენთ საქართველოს ბაზრისთვის მორგებულ და ადგილობრივ ქსელებთან სრულად ადაპტირებულ სმარტფონს. არაოფიციალური სმარტფონი არც ქართული ბაზრისთვისაა შექმნილი და არც ქართულ ქსელზეა მორგებული, აქედან გამომდინარე, ტელეფონის ხარვეზულობის პროცენტულად მაღალი შანსი არსებობს. შესაბამისად მისი ხარვეზების აღმოფხვრაში შესაძლოა მომხმარებელს იმაზე მეტი თანხა დაეხარჯოს, ვიდრე მისი შეძენით დაზოგა და ამასთან დაკარგავს უძვირფასეს დროს. ამიტომ უმჯობესია, თავი ავარიდოთ უსიამოვნებებს და არჩევანი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პროდუქტზე შევაჩეროთ.

2. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

3. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებულ საჩუქრები კომპანიისგან - როგორიც არის ზემოთ აღნიშნული აქცია „უსადენო დამტენი ყველა ფლაგმანისთვის“, სპეციალური ფასდაკლებები, და ისარგებლოს აქციებით, როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

როგორ უნდა გავარჩიოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან? ამაში ჩვენ გვეხმარება სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა. წელს სამსუნგმა ახალი ჰოლოგრამა წარადგინა, რომელზეც საქართველოს რუკის კონტურია აღნიშნული. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

(R)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS