22 ნოემბერი, 2018
ქეთა თოფურიას პირველი კომენტარი გუფისთან დაშორების შემდეგ - როგორ დაშორდა მომღერალი რეპერს
ერთი კვირაა, რუსული პრესა და მათ შორის ქართველი ჟურნალისტები ქეთა თოფურიას და გუფის დაშორების შესახებ წერს.

ქეთამ და გუფიმ ერთმანეთს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა და რუსული გამოცემის ცნობით, დაშორების მიზეზი ღალატი გახდა.
გუფი ქეთას ღალატობს 18 წლის ეკატერინბურგელ იანასთან, რომელსაც ორი წელია იცნობს.

თემაზე ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს რეპერი, რაც შეეხება ქეთა თოფურიას, მას იუთუბ არხის "Пушка"-ს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომელზეც ქეთამ უპასუხა: "მე დიდი ხანია მასთან ურთიერთობა არ მაქვს, მეგობრებო, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს".

Rating

ქეთას ინსტაგრამის გვერდის მიმდევრებს შეუმჩნეველი არ დარჩათ ალბათ ერთი ფაქტი. მომღერლის ფანები მის სიმღერას "Прощай"-ს მღეროდნენ, რომელსაც ქეთა საკუთარ გვერდზე აქვეყნებდა. როგორც ჩანს, მომღერალი საყვარელ მამაკაცს ამ ფორმით დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რუსული პრესა ქეთას და გუფის რომანის დასაწყისში, ხშირად წერდა, რომ მომღერალი შეყვარებულს მაქსიმალურად დაეხმარა რთული პერიოდის გადალახვაში და ისინი ერთად ისრაელშიც იმყოფებოდნენ.

ქეთის თანადგომას გუფიც ხშირად აღნიშნავდა, მაგრამ, საბოლოოდ, ღალატით "დაუფასა".

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS