პატარა ტატა ბალერინობაზე ოცნებობდა და აშკარაა, რომ სკოლაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა.
თიკოს და ნუკრის ქალიშვილის სახელზე, მამა ანუბი სარკინეთში ტაძარს აშენებს.
თიკო ინსტაგრამზე პერიოდულად აქვეყნებს გარდაცვლილი ქალიშვილის ფოტოებს და ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ, მან სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა... ტელეფონი ხელიდან გამივარდა...
მათ ზემოთ არაფერი დგას გარდა ღმერთისა (ღმერთი რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას) შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების. შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა, მათთან საუბარი.
აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე...", - წერს თიკო და უსაყვარლესი ქალიშვილის, აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს.