21 ნოემბერი, 2018
"თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე
ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლინ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა "Story"-ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უს დროს ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­იხ­სე­ნა მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, სოდ-ის ყო­ფილ უფ­როს ირაკ­ლი კო­დუ­ას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და და­შო­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ცნო­ბის­თვის, წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, საბა ჰყავთ.

Rating

"ბრძო­ლის უნა­რი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ნგრე­ვამ. ირაკ­ლის­თან ოჯა­ხის ნგრე­ვამ ისე შემ­ცვა­ლა, რომ ვი­საც 3 წე­ლია არ ვუ­ნა­ხი­ვარ, სა­ერ­თოდ არ მიც­ნობს. ჩემი ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, დღის წეს­რი­გი, თე­მე­ბი, გაღ­ვი­ძე­ბა, და­ძი­ნე­ბა, რას ვჭამ, რას ვსვამ... სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ... თა­ვის დრო­ზე ჩვენ არ გვი­სა­უბ­რია იმა­ზე,
რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი... ირაკ­ლიმ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­წყვიტა სა­კი­თხი, რომ აქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ ჩემს წაყ­ვა­ნას მოყ­ვე­ბო­და მა­რი­ა­მის (ნა­ნუ­კას შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან) წაყ­ვა­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ბა­სიც. ირაკ­ლი ფიქ­რობ­და, რომ თუ სა­ბას წა­იყ­ვან­და, მერე უნდა წა­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი ოთხი შვი­ლიც. ასე ვერ იზამ, რომ ჩემ შვილ­თან და სა­ბას­თან ერ­თად ეცხოვ­რა და მის ოთხ შვილს - ცალ­კე. ირაკ­ლი იდე­ა­ლუ­რი მა­მაა, მემ­გო­ნი ეს მეგ­რუ­ლი ხა­სი­ა­თია. მან უბ­რა­ლოდ თქვა, რომ ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღებ­და.

Rating

რო­დე­საც ირაკ­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და, ორი წლის მერე და­ფუძნ­და ერთ ქა­ლაქ­ში. 2 წელი აქეთ-იქეთ და­დი­ო­და. მა­რი­ა­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას უნდა აეღო, ფი­ნან­სუ­რიც, არა­ფი­ნან­სუ­რიც. თუმ­ცა, ირაკ­ლიმ მა­რი­ა­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით. სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და, რომ მა­რი­ა­მი სხვი­სი შვი­ლი იყო. მაგ­რამ ცოტა სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა ბავ­შვი სხვა ქვეყ­ნი­დან მოგ­ყავს. მა­რი­ამ­მა ირაკ­ლის­თან ერთი წელი იცხოვ­რა, თუმ­ცა, მე სა­ბა­თი რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ირაკ­ლის თა­ვი­სი ოთხი შვი­ლიც წა­ეყ­ვა­ნა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას არ ჰქონ­და, რაც არ უნდა მი­თე­ბი იყოს კო­დუ­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხზე არც კი გვიმ­სჯე­ლია. ირაკ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ მე აქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS