25 თებერვალი, 2014
ია ფარულავას კატა მიშამ გადაარჩინა - რაზე იეჭვიანა მსახიობის ქმარმა
გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს ორი კვირის წინ ია ფარულავას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვიტა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს. ამისთვის კი ფარულავა ტაილანდში გაემგზავრა და რამდენიმე დღით მეუღლისა და საყვარელი კატა – ზუზის მარტო დატოვება მოუწია.

როგორც ჩანს, ტარიელი და ზუზი ვერ უგებენ ერთმანეთს და მალე იამ სოციალური ქსელის საშუალებით ვეტერინარის ძებნა დაიწყო. რატომ დასჭირდა კატას დახმარება უცნობია, თუმცა სოციალური ქსელიდან ისიც გავიგეთ, რომ ტარიელი თავდაუზოგავად
უვლიდა ზუზის.

გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს'' - ამ სიტყვებით იგი ქართულ ბომონდში ცნობილ პარიკმახერ მიშა გასიტაშვილს მიმართავდა.

როგორც კომენტარებიდან გავარკვიეთ, იას ზუზის მიხედვაში მიშა დაეხმარა, რამაც როგორც ჩანს, მსახიობის მეუღლე არც თუ ისე კარგ ხასიათზე დააყენა.

''ცხოველების მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით გამორჩეულ ადამიანს კატის ან ძაღლის სახლში გაჩერების სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით, მეგონა თუ ცხოველი ჩემს ლოგინს შეეხებოდა, ან გულისრევით მოვკვდებოდი ან ლოგინს გადავაგდებდი.

არის კიდევ ერთი, ცხოველები (ზოგიერთისაგან განსხვავებით) ჩემი ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე, ადამიანზე მაღლა არასოდეს დამიყენებია. ამჟამად კი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი.

ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო ვაკეთებ. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ.'' - წერს ტარიელ სუარი.

აღნიშნულ სტატუსს სუარის ''ფეისბუქის'' მეგობრები გამოეხმაურნენ. ''როგორი საინტერესო ადამიანი ხართ ტარიელ, თქვენზე უკეთესს ვერავის იპოვიდა საყვარელი იაკო'', - წერს ერთ-ერთი ქალბატონი.

Rating

''მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ასეთი ულამაზესი ქალღმერთის გვერდით (როგორიც ჩემი უმშვენიერესი ყვავილია) მუსიკოსობას, მილიონერად ყოფნა მერჩივნა :)''. ვირტუოზი გიტარისტის პასუხის შემდეგ, მათ მიმოწერას, ია ფარულავა გამოეხმაურა.

''ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ''ფეისბუქზე აღსარების წერას'' - წერს ია.

''შენი რჩევები იმ ''პეძიკი'' პარიკმახერებისათვის შეინახე, რომლებიც ერთი-ორი კომპიუტერის ფასად ფისუნიას კიდევ ერთხელ გაგისეირნებენ. ხოლო ჩემთან დაკავშირებით სანამ არასწორი სურათის დახატვას შეეცდები, ისიც გაიხსენე, რომ ტარიელი ჯერ ცოცხალია და შესაბამისად კითხვებსაც არ ტოვებს პასუხგაუცემლად. ნუ მჭორავ, არ გირჩევ'' - წერს სუარი.

Rating

ცნობილია, რომ ია ფარულავამ საახალწლო გადაცემა ''იღბლიან ბორბალში'' გამარჯვების შემდეგ დაგროვილი ქულებით პარიკმახერ მიშა გასიტაშვილს ლეპტოპი უყიდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ია
გასკდით შუაზე ფეხების ლოკვით შეუშვა იამ ტარიელი სახლში, აბა ეგღა აკლია ფარულავას ვინმე თავზე დაისვას, ჯიგარი ხარ იაკოოოო, მიბაძეთ ქალებო, როგორ უნდა მოექცეთ ქმრებს რომ ფეხების ლოკვით ფეხებქვეშ გაგიგორდეთ თორემ პატოსნად რომ ექცევით ქმრებს და თავებს უხრით მაგიტომაც გაზიან ქმრები თავზე, სჯობია ქმარი დაამცირო და ტავზე დააჯ.... და სამაგიეროდ ხელისგულზე გატაროს ვიდრე კაცად აგრძნობინო თავი და თვითონ უბედური იყო, მაგარი ხარ ფარულავააა, ვაშაააა
19:57 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვარიანტი
მართლა მაგ ტეტიას საკუთარი შვილი საკუთარი მეუღლისგან არ უნდოდა და ტაილანდელის გაჩენილი ენდომება.....მოგეხაზა ხოსრო...არ გამოგივიდა ნომერი სამანიშვილივით უშვილო მდიდარ ქალს რომ ეძებდიიი
16:07 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკაკოლა
"მაგ ტეტიას შენ თუ მიუჩენ ადგილს"ო ეგ მართალი თქვი მზია.მაგრად ვიცინე
15:31 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ცავატანემ
კატასთან ფოტოზე ია დედაბერსა გავს ეტყობა სიბერე უმაკიაჟოდ.ტუცები რა თხელი ჰქონია და რითი იდიდებს ხოლმე.სომხის ახჩიკააა რა
13:24 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კკკ
მაგაზე ბევრად უკეთესებს იმსახურებს თურმე ია წერენ.მერე 46 წლამდე უკეთესებმა რატომ ვერ გაასაღეს ეგ მევენახე.ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.ტარასას დაუკოცნოს ფეხები ფარულავამ.ისე კი წამოსცდა პროფილში იას ტარიელ შენ გადამარჩინეო მარტოობით ვიღუპებოდიო.მაგარამ ხოსრომდე წინანდელ შოუში იბუქებოდა ფარულავა მარტოობა დიდი ბედნიერება ყოფილა ქალისთვის კარგად ვარო.ხან ასე ამბობს ხან ისე.რას გაიგებს კაციიიიი......ეს ქალი სუმაშედშაიააააააა
13:23 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
დაანებეთ თავი არც ეგ ტარიელია წმინდა წყალი და რასაც იმსახურებენ ისა ჰყავთ გვერდით, აღარ იციან როგორ გამოიჩინონ თავი პრესაში ეხლა ვითომ ჩხუბობენ,შეეშვით და თავში ქვა უხლიათ.დასვენებული იყო ხალხი ია რომ აქ არ იყო, ნუ გამოფენენ ჭუEყიან სარეცხს და არც არავინ გაჭორავთ.
12:50 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ფანდურა
ხოსროშვილზე მეცინება ჩემი უმშვენიერესი ყვავილიო,ეგ ყვავილი ყვავი არ იყოს კარგად დაფიქრდი.ფადი ასლიც აქებდა და ხოტბას ასხამდა იას პროფილში და თურმე ერტად არ წვებოდნენე იმ დროს და მერე ყველამ გაიგო როგორ სამარცხვინოდ გამოაბუნძულა და .....შენც იმავეს არ სიაფანდობდე????
10:06 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
ამ ქალის იცითრა მევასება? აი ეს ბრძანებულობითი კილო: მორჩი ეხლა, დარეკე და ა.შ მაგარი ხარ ია მაგ ტეტიას შენ თუ მიუჩენ ადგილს ფეხებს დაგიკოცნის და თუ თავზე დაისვამ თავზე და....... ასე რომ ნურავის მიაქცევ ყურადღებას იჭორაონ რამდენიც უნდათ მაგაზე ბევრად უკეთესებს იმსახურებ და შენი თავის ფასი არ დაკარგო.
03:33 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სამეგრელო
აუ ამათ რომ აკლიათ მაგდენი მიშასაც კი არ აკლია
00:56 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
მერე მაგის გამო სახლიდან კი არ უნდა გააგდო მეუღლე
00:54 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS