25 თებერვალი, 2014
ია ფარულავას კატა მიშამ გადაარჩინა - რაზე იეჭვიანა მსახიობის ქმარმა
გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს ორი კვირის წინ ია ფარულავას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვიტა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს. ამისთვის კი ფარულავა ტაილანდში გაემგზავრა და რამდენიმე დღით მეუღლისა და საყვარელი კატა – ზუზის მარტო დატოვება მოუწია.

როგორც ჩანს, ტარიელი და ზუზი ვერ უგებენ ერთმანეთს და მალე იამ სოციალური ქსელის საშუალებით ვეტერინარის ძებნა დაიწყო. რატომ დასჭირდა კატას დახმარება უცნობია, თუმცა სოციალური ქსელიდან ისიც გავიგეთ, რომ ტარიელი თავდაუზოგავად
უვლიდა ზუზის.

გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს'' - ამ სიტყვებით იგი ქართულ ბომონდში ცნობილ პარიკმახერ მიშა გასიტაშვილს მიმართავდა.

როგორც კომენტარებიდან გავარკვიეთ, იას ზუზის მიხედვაში მიშა დაეხმარა, რამაც როგორც ჩანს, მსახიობის მეუღლე არც თუ ისე კარგ ხასიათზე დააყენა.

''ცხოველების მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით გამორჩეულ ადამიანს კატის ან ძაღლის სახლში გაჩერების სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით, მეგონა თუ ცხოველი ჩემს ლოგინს შეეხებოდა, ან გულისრევით მოვკვდებოდი ან ლოგინს გადავაგდებდი.

არის კიდევ ერთი, ცხოველები (ზოგიერთისაგან განსხვავებით) ჩემი ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე, ადამიანზე მაღლა არასოდეს დამიყენებია. ამჟამად კი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი.

ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო ვაკეთებ. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ.'' - წერს ტარიელ სუარი.

აღნიშნულ სტატუსს სუარის ''ფეისბუქის'' მეგობრები გამოეხმაურნენ. ''როგორი საინტერესო ადამიანი ხართ ტარიელ, თქვენზე უკეთესს ვერავის იპოვიდა საყვარელი იაკო'', - წერს ერთ-ერთი ქალბატონი.

Rating

''მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ასეთი ულამაზესი ქალღმერთის გვერდით (როგორიც ჩემი უმშვენიერესი ყვავილია) მუსიკოსობას, მილიონერად ყოფნა მერჩივნა :)''. ვირტუოზი გიტარისტის პასუხის შემდეგ, მათ მიმოწერას, ია ფარულავა გამოეხმაურა.

''ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ''ფეისბუქზე აღსარების წერას'' - წერს ია.

''შენი რჩევები იმ ''პეძიკი'' პარიკმახერებისათვის შეინახე, რომლებიც ერთი-ორი კომპიუტერის ფასად ფისუნიას კიდევ ერთხელ გაგისეირნებენ. ხოლო ჩემთან დაკავშირებით სანამ არასწორი სურათის დახატვას შეეცდები, ისიც გაიხსენე, რომ ტარიელი ჯერ ცოცხალია და შესაბამისად კითხვებსაც არ ტოვებს პასუხგაუცემლად. ნუ მჭორავ, არ გირჩევ'' - წერს სუარი.

Rating

ცნობილია, რომ ია ფარულავამ საახალწლო გადაცემა ''იღბლიან ბორბალში'' გამარჯვების შემდეგ დაგროვილი ქულებით პარიკმახერ მიშა გასიტაშვილს ლეპტოპი უყიდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


გუშინ, იამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. ''ოქრო ხარ, არ დაგივიწყებ სიკეთეს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ჟელაემმ
მეშვიდედ გათხოვდებოდეს,ითხოვოს კაცმა ჭკვიანმა,გაუთხოვრობა ძნელია,ვუსურვებთ ბედსა გვიანსა,ჰყოლოდეს ძეც და ასულიც ენატკბილსა და სვიანსა,ბოტოქსიც აშორებოდეს ვენახის ტურფას იასა........(1.რამაზი,2.რობერტ,3.ქისი,4.ფადიშაჰი,5.რაჭა,6.გიტარისტი)
09:47 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მოჩმახაო
ნასვამი იყო ტარიელი და ასეთი რამ მოჩმახა და მოიგონა იაზე??????რატომ მოიგონა?????ქალღმერთის დატოვება უნდოდა და ეს ტყუილი მიზეზი დაწერა????ამაზე რას გვეტყვი ვენახის ტურფავ
11:32 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გეყოფა
იას არ ჯერა არც სიყვარულის და არც კაცების.და ეს თქვა მან ნანუკასთან რომ სიყვარული არ არის აუცილებელი და არც არასოდეს ვიქნები შეყვარებულიო.მართალია სხვასდხვა ინტერვიუებში სხვადასხვას ამბობს და ავიწყდება მერე,მაგრამ არც ისეთი სულელია რომ სიაფანდ კაცს ვერ ხედავდეს,უბრალოდ თამაშობს რომ თითქოს სჯერა,იმიტომ რომ ქალი დაბერდა და 47 წლის ასაკში დარჩა სრულიად მარტო.არცერტი მშობელი,არა ძმა,არა ქმარი,არა შვილი და იქნებ ვინმე ვნახო კაცი პატარა თუ დიდი არა აქვს მნიშვნლობა,რომელიც თუნდაც ჩემს სახლში ჩემს კმაყოფაზე მაინც მეყოლება გვერდითო.ასეთი სუარი აღმოცნდა რომელმაც ფადიზე უარესი სირცხვილი აჭამა ისეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეიბუკზე, ჩაამსხრია მინა და დატოვა.ია ეს უკვე მერამდენე ჭრილობააა.გეყოფა.უქმროდაც შეიძლება აიყვანო უპატრონო ბავშვი რომელიც მართლა დედად და სერიოზულ ქალად ჩამოგაყალი,ბებს და რაც მთავარია სიბერეში წყალს მოგაწოდებს.
10:46 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვოტ ტაკ
ამ სუარმა ფადიზე უარესად მოსჭრა საქვეყნოდ თავი.ფადი იას კმაყოფაზე მაინც არ იყო და ამას 6 თვე შემწვარი გოჭები და კატლეტები იას ხარჯზე არ მოკლებია
21:31 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
შვილი
ხომ ხედავთ როგორც კი იამ შვილი მოინდომა ტარიელმა ეგრევე მინის ჩამტვრევით მოხია.აწი მაგას ვიღა ნახავს იას ქუჩაზე.???????რა სუროგატი......რის შვილი....ტარასა აითესა
12:48 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS