20 ნოემბერი, 2018
ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ქართული ბომონდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა კიდევ ერთი სიმღერა ახლებურად გააცოცხლა და მსმენელს გუშინ ვიდეორგოლიც შესთავაზა. სიმღერა „მე ვოცნებობდი“ მუსიკოსს დავით მჭედლიშვილს ეკუთვნის. ამ სიმღერაზე კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო.
ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე ქართული შოუ-ბიზნესის ყველა თაობის წარმომადგენელმა მოიყარა თავი და მომღერალს ახალი კლიპი მიულოცა.

სიმღერა და კლიპი საკმაოდ რითმულია, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილის ხელწერა და შესრულების მანერა განსაკუთრებით ემოციურს და მელოდიურს ხდის.

Rating

სიმღერა სტუდია „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა და მას ქორეოგრაფიულად ირაკლი ფიფიას სტუდიის მოცეკვავეები აფორმებენ.

ნოდიკო ტატიშვილი:

- როცა ახალი სიმღერის და
კლიპის პრეზენტაციას ვაკეთებთ, ძალიან ვღელავ. ასე არის დღესაც. იმედი მაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება ეს ნამუშევარი. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს და იმ ადამიანს, ვინც ამ ნამუშევრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ამ სიმღერის ჩაწერის იდეა ეკუთვნის პროდუსერს ნიკა ხაჩიძეს. კლიპში, როგორც ნახეთ, მსახიობი ნანუკა გულუა თამაშობს, რომელმაც გადაღებებზე და თავად ვიდეორგოლში მისთვის დამახასიათებელი მხიარულება შემოიტანა.

- რატომ შეარჩიეთ მთავარ როლზე ნანუკა გულუა?
- ზუსტად ისეთი პერსონაჟია, როგორიც გვჭირდებოდა და გაამართლა ჩვენმა მოლოდინმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

ნანუკა გულუა
- მთელი გული და სული ჩავდე ამ კლიპში, მინდოდა, ნოდიკოს და რეჟისორის იმედები გამემართლებინა. მგონი გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ვულოცავ ნოდიკოს ამ კლიპის პრეზენტაციას.
ნოდიკო ტატიშვილის კლიპის ჩვენებისას თიკა ფაცაციამ და ნინი ბადურაშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და მელოდიას ცეკვით აჰყვნენ.

Rating

მაიკო კაჭკაჭიშვილი
- ვულოცავ ნოდიკოს, ულამაზესი იყო სიმღერაც, ტექსტიც და კლიპიც. ჩემს სიმღერას რომ არ მღეროდა, მინდოდა მინუსის დაწერა, მაგრამ ერთი მინუსიც ვერ ვიპოვე. ძალიან მაგარი ნამუშევარია.

თამრიკო ჭოხონელიძე
- ნოდიკოს სიმღერა ძალიან მომწონს, მისგან ყოველთვის საინტერესო ნამუშევარს ველოდები. ამჯერადაც არ გამიწბილა მოლოდინი, ეს სიმღერა ფაქტიურად ნოდიკოს შექმნილია. ზუსტად ის განწყობა შემიქმნა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ვულცოავ ამ წარმატებულ ნამუშევარს.

სალომე ბაკურაძე

- ნოდიკო ჩემს გარეშე და მე მის გარეშე არაფერი ვარ, მიკერძოებული ვიქნები, თუ მის ქება-დიდებას დავიწყებ. ყველაფერი გენიალური და იდეალური იყო. წინასწარ მქონდა ნანახი რამდენიმე კადრი და სთორიზეც მედო. ნოდიკოს წარმატებაში ეჭვი არ მეპარება და მინდა, მსოფლიოს მწვერვალებზე ვხედავდე მას.

Rating
RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS